ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრები

ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი  წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის  სტრუქტურულ ერთეულს.

კრიზისული ცენტრი უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებების მიწოდებას:

  • ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება;
  • სამართლებრივი დახმარება (იურიდიული კონსულტაცია და ადვოკატირება);
  • საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება;
  • საჭიროების შემთხვევაში, დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში

 

კრიზისული ცენტრის მომსახურებები უფასოა!

კრიზისული ცენტრი (გარდა თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრისა) წარმოადგენს დღის მომსახურების ცენტრს, სადაც მომსახურებების მიღება შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ–კვირის  და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეების გარდა,  09 საათიდან 18 საათამდე.

 

იმ შემთხვევაში, თუ ძალადობაგანცდილი ადამიანი საჭიროებს დროებითი სადღეაღამისო საცხოვრისით მომსახურებას, მისი რეფერირება ხდება ფონდის დაქვემდებარებაში არსებულ თავშესაფარში ან თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში.

 

კრიზისული ცენტრის მომსახურებების მიღება შეუძლია ძალადობაგანცდილ ადამიანს.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დარეკეთ საკონსულტაციო ცხელ ხაზზე - 116 006

ზარი უფასოა, კონფიდენციალურობა დაცულია,  მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია  ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე.

 

თბილისის კრიზისული ცენტრი

მის.: ბუდაპეშტის #28

 

ქუთაისის კრიზისული ცენტრი

 მის.: დუმბაძის# 59-61

 

გორის კრიზისული ცენტრი

 მის:  ბარნოვის ქ. #9ა

 

ოზურგეთის კრიზისული ცენტრი

მის. ქ. ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. 21

 

მარნეულის კრიზისული ცენტრი

მის.: ქ.მარნეული, რუსთაველის ქ.#41, ბ.48