მიზანი

“ადამიანით ვაჭრობის  (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი” არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად.

ფონდის მიზნებია:

  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;
  • ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა და მათი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
  • ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა;
  • სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაცია და დახმარება.