კრიზისული ცენტრი

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში  ჩარიცხვას ექვემდებარება ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად), ოჯახში ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული.  

  

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომლის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა).
  • აზარალებული არის ოჯახის წევრი, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ოჯახურ დანაშაულებსა (მუხლი 111) და ოჯახში ძალადობის (მუხლი 1261) დანაშაულზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაზარალებულად ცნობს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანო.
  • ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი – პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და კრიზისული ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი სპეციალური კითხვარის საფუძველზე დაადგენს ამ პირის მიმართ ოჯახის წევრის მიერ ოჯახში ძალადობის (ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა, იძულება, უგულებელყოფა) განხორციელების სავარაუდო ფაქტს.
  • დამოკიდებული პირი არის ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის 18 წლამდე ასაკის შვილი, ასევე პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი.


კრიზისულ ცენტრში პირი არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ არ არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული ან ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი;
  • თუ უშუალოდ მისგან არსებობს  სხვა ბენეფიციარებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების საფრთხე;
  • ჰყავს შინაური ცხოველ(ებ)ი/ფრინველ(ებ)ი (კატა, ძაღლი და სხვ.) და ითხოვს მასთან ერთად კრიზისულ ცენტრში განთავსებას;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.

  

კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს  უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:

  • ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;
  • სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
  • სამართლებრივი დახმარებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.

კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურებებით:

  • სადღეღამისო საცხოვრისით (კრიზისულ ცენტრში);
  • ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;
  • პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;
  • სამართლებრივი დახმარებით (ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე);
  • საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით.

მიმაგრებული ფაილები

თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის შინაგანაწესი 31.08.2016 PDF გადმოწერა