„ოჯახში ძალადობის შემცირიება“

 პროექტს „ოჯახში ძალადობის შემცირიება“ ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ა.შ.შ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. პროექტი 3 წლიანია და გრანტის მოცულობა 674 979 აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის განხორციელება 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2018 წელს დასრულდება.

 ოჯახში ძალადობის შემიცრების პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და პრევენციის მექანიზმების გაძლიერებას. დაცვის კომპონენტის ფარგლებში შემუშავდა ეროვნული რეფერალური მექანიზმი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის დახმარების და რეაბილიტაციის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო მულტისექტორულ პასუხს ოჯახში ძალადობაზე. ამ კომპონენტის ფარგლებში, ასევე შემუშავდა სოციალური მუშაკის კონცეფცია ოჯახში ძალადობის საკითხებზე და მოხდა მისი როლის ინსტიტუციონალიზაცია. პრევენციის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მათ მენტალურ ცვლილებას იმ კუთხით, რომ ოჯახში ძალადობა არ არის კერძო პრობლემა, ეს საზოგადოების პრობლემაა. მიმდინარეობს შეხვედრები მოსახლეობასთან, უნივერსიტეტებში სტუდენტებთან და სკოლებში მოსაწვალეებთან. შეხვედრებზე ხდება სახელმწიფო სერვისების შესახებ და ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ასევე საზოგადოებისთვის ოჯახში ძალადობის მიზეზების და სოციალური შედეგების შესახებ დისკუსია.

მიმაგრებული ფაილები

პროექტის 2016 წლის ანგარიში PDF გადმოწერა