„ჯანდაცვის რეაგირება ოჯახში ძალადობაზე /გენდერულ ძალადობაზე“

 პროექტის „ჯანდაცვის რეაგირება ოჯახში ძალადობაზე /გენდერულ ძალადობაზე“ მიზანია გაერთიანებული ერების მოსახლების ფონდის (UNFPA) მიერ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმების გაუმჯობესების გზით და ამ მიზნით  ეროვნული რეფერალური მექანიზმის გაძლიერება მასში ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალთა ჩართვით, რაც იქნება ჯანდაცვის სისტემის პასუხი ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე.

 პროექტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს:

  • ჯანდაცვის სისტემის პასუხი ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე;
  • ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე  საპილოტე ტრენინგების უზრუნველყოფა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისათვის.

 პროექტით გაწერილი აქტივობები:

  • ტრენერთა ტრენინგი (12 ჯანდაცვის მუშაკი) ;
  • ტრენინგები პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისათვის (75 ჯანდაცვის მუშაკი).

 

 პროექტის სრული ბიუჯეტი შეადგენს  – 30200$

 პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 8 თვეს.

მიმაგრებული ფაილები

პროექტის 2016 წლის ანგარიში PDF გადმოწერა