,,ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია”

 

 პროექტის ,,ოჯახში  ძალადობისა  და  სექსუალური  ძალადობის  პრევენცია” მიზანია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN-women) მიერ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ოჯახში ძლადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენციის,  მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მექანიზმების გაძლიერების გზით.

 პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 5 წელს.

 პროექტის სრული ბიუჯეტი: აშშ $ 200,000

პროექტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:

  • სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების სტანდარტის შექმნა;
  • ფონდის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სექსუალური ძალადობის საკითხებზე ტრენინგების გზით;
  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრის აღჭურვა საყოფაცხოვრებო ავეჯით/ ტექნიკით, საოფისე ავეჯით/ტექნიკით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით;
  • ფონდის თანამშრომელთათვის (ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების, კრიზისული ცენტრისა და ცხელის ხაზის თანამშრომლებისათვის) კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფა;
  • ცხელი ხაზის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
  • ფონდის ვებ-გვერდის რედაქტირება/შექმნა;
  • ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძლადობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

პროექტით გაწერილი აქტივობები:

  • სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურების სტანდარტის დოკუმენტის შემუშავებისა და ტრენინგ–მოდულის შექმნის უზრუნველსაყოფად 2 ადგილობრივი ექსპერტის მოძიება–შერჩევა და აყვანა;
  • ადგილობრივი ექსპერტების მიერ შემუშავებული სტანდარტის დოკუმენტისა და ტრენინგ–მოდულის საფუძველზე ტრენინგების (სექსუალური ძალადობის საკითხებზე) ჩატარება ფონდის თანამშრომელთათვის (ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების, კრიზისული ცენტრისა და ცხელი ხაზის თანამშრომლებისათვის);
  • ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგების უზრუნველყოფა ფონდის თანამშრომელთათვის (ოჯახში ძლადობის მსხვერპლთა თავშესაფრების, კრიზისული ცენტრისა და ცხელის ხაზის თანამშრომლებისათვის);
  • კრიზისული ცენტრის საყოფაცხოვრებო ავეჯითა და ტექნიკით, საოფისე ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვისა და ასევე  ავტომანქანის შესყიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • ფონდის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის (ოჯახში ძალადობის საკითხებზე 116 006) მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მოწყობა, ასევე, კონფერენც–რეჟიმის სისტემის შექმნა;
  • ფონდის საქმიანობების პოპულარიზაციისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ფონდის ვებ-გვერდის რედაქტირება/შექმნა;
  • ოჯახში ძლადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენციის მიზნით ცნობიერების კამპანიის წარმოება ქვეყნის მასშტაბით.

მიმაგრებული ფაილები

პროექტის 2016 წლის ანგარიში PDF გადმოწერა