სიახლეები

ენერგოეფექტურობის პროგრამა ჩვილ ბავშვთა სახლში
05.06.2013

5 ივნისს, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კავშირი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-ს ორგანიზებით გაიმართა BP-ისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში მისი პარტნიორი ნავთობკომპანიების მიერ დაფინანსებული სადემოსტრაციო პროექტის „ენერგოეფექტური ღონისძიებები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლისათვის“

ექსპლუატაციაში გადაცემის ცერემონიალი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა მარინა მესხმა,ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, BP-ის და ენერგეტიკის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჩვილ ბავშვთა სახლის თანამშრომლებმა. პროექტის თანახმად, „ჩვილ ბავშთა სახლში“ ჩატარებული ენერგო-აუდიტის საფუძველზე განხორციელდა ენერგოდამზოგი ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა ჩვილ ბავშვთა სახლის საცხოვრებელი პირობები, შემცირდა ენერგოდანახარჯები და სათბური აირის ემისიები.