ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 1 ივნისს, ფონდის დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლის ფილიალებში სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. კომპანია „ვისოლის“ ორგანიზებით ჩვენმა ბენეფიციარებმა კუს ტბაზე დღე ხალისიანად გაატარეს და მიიღეს საჩუქრები.