სიახლეები

1 ივნისი თბილისის ბავშვთა კრიზისულ ცენტრში
31.05.2013

ფონდისა და კომპანია „მეგატექნიკის“ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, თბილისის ბავშვთა კრიზისული ცენტრის ბენეფიციარებმა ბავშვთა დაცვის დღე მხიარულად გაატარეს. „მეგატექნიკამ“ ბავშვებს გადასცა სათამაშოები და მაცივარი, რის შემდეგაც უმასპინძლა მაკდონალდში. კინოთეატრ „რუსთაველმა“ კი ბავშვებს მხატვრული ფილმის სეანსზე დასწრების შესაძლებლობა მისცა.