სიახლეები

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
09.10.2020
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის 9 ოქტომბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიცაა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით თანამშრომლობა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით.

ფოტო გალერეა