სიახლეები

პროექტი „მოწყვლად ადამიანთა ჯგუფების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ზოგადი კარანტინის პირობებში“
28.07.2020

მიმდინარე წლის 15 ივლისს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა’’ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის. თანამშრომლობა განხორციელდება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის -,,მოწყვლად ადამიანთა ჯგუფების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ზოგადი კარანტინის პირობებში’’ - ფარგლებში.
სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში მყოფ ბენეფიციარებთან მუშაობის გარდა, პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და მედიცინის პროგრამების სტუდენტთა სტაჟირებას სააგენტოს ფილიალებში (სპეციალიზებული დაწესებულებები) და სტრუქტურულ ერთეულებში (თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები).

Le 15 juillet 2020, dans le cadre du projet « Amélioration de l’état psychologique des personnes vulnérables dans la situation du confinement général » soutenu par l’AUF, l’Agence géorgienne des soins et pour l’assistance publique aux victimes du trafic d’êtres humains et l'Université Grigol Robakidzé ont signé un mémorandum de coopération.
En plus du soutien aux bénéficiaires des programmes de soins publics, le projet prévoit également des stages pour les étudiants en psychologie ainsi qu’en médecine de l'Université Grigol Robakidze dans les branches de l'Agence (institutions spécialisées) et plusieurs unités structurelles (refuges, centres de crise).

 

ფოტო გალერეა