სიახლეები

სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე „ბავშვთა დახმარებს ცხელი ხაზი“ 111 შეიქმნა
05.05.2020

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატვით და გაეროს ბავშთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბაზაზე, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა, „ბავშვთა დახმარებს ცხელი ხაზი“ 111.

ბავშვთა უფლებების დაცვისა და არასათანადო რიგიდული საზოგადოებრივი ნორმების დაძლევის მიზნით, ბავშვთა დახმარებს ცხელი ხაზი 111 უფასოდ, სამუშაო დღეებში 10:00 – 19:00 საათამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელებს ინდივიდუალურ და სიტუაციურ რისკების გამოვლენას, შეფასებას და შესაბამის რეაგირებას.

ცხელი ხაზი, ერთი ფანჯრის პრინციპით და ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩართავს შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებს.

ცხელ ხაზზე შესაძლებელია ბავშვის და მშობლის ფსიქოლოგიური მომსახურების მიღება, როგორც სატელეფონო, ასევე პირისპირ - კონსულტაცის სახით.

ფოტო გალერეა