სიახლეები

სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დისტანციური სწავლების მოდული ინერგება
02.05.2020

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2020 წლის 1 მაისის N01-184/ო ბრძანებით დამტკიცდა დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის,  ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის მოდიფიცირებული ქვეპროგრამები, რომელიც განკუთვნილია სერვისის მიმწოდებლებისთვის დისტანციური სწავლების დანერგვის მიზნით.

მოდიფიცირებული პროგრამები სერვისის მიმწოდებლებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა და მათი  დანერგვა ხელს შეუწყობს ბენეფიცირებისთვის სერვისის უწყვეტობას და მშობლების მხარდაჭერას.

მიმაგრებული ფაილები

„დღის ცენტრის მომსახურების, ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამებისა და კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის მოდიფიცირებული მომსახურებების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 1 მაისის № 01-184/ო ბრძანება PDF გადმოწერა
დანართი 1 PDF გადმოწერა
დანართი 2 PDF გადმოწერა
დანართი 3 PDF გადმოწერა
დანართი 4 PDF გადმოწერა
დანართი 5 PDF გადმოწერა
დანართი 6 PDF გადმოწერა
დანართი 7 PDF გადმოწერა