სიახლეები

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ 2200-მდე ბენეფიციარს საკვები პროდუქტების შესაძენად ვაუჩერები გადასცა
27.04.2020
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში - სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედ დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის 2200-მდე ბენეფიციარს საკვები პროდუქტების შესაძენად გადასცა 4200-მდე კვების ვაუჩერი (ერთი ვაუჩერის ღირებულება 80 ლარი).
აღიშნული ვაუჩერების გამოყენება საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ სასურსათო მაღაზიაშია შესაძლებელი.მარტის თვიდან COVID-19 ის პანდემიდან გამომდინარე დღის ცენტრების ფუნქციონირება დროებით შეჩერებულია.
სააგენტო განაგრძობს მუშაობას მიმდინარე პერიოდში ბენეფიციარების მხარდაჭერისთვის.