სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან
03.12.2019

3 დეკემბერს, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის თანამშრომლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან.

შეხვედრაზე დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია კრიზისული ცენტრის მუშაობის პრინციპებისა და სერვისების შესახებ. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
#16დღიანიკამპანია2019
#სახელმწიფოზრუნავს