სიახლეები

კამპანიის ფარგლებში შეხვედრა წნორში
29.11.2019

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში, სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ორგანიზებით ქ. წნორში, "ცოდნის კაფეში" შეხვედრა გაიმართა.

ფონდისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ისაუბრეს გენდერული ნიშნით ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების შესახებ.

ასევე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე, კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების სერვისებზე.