სიახლეები

შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან
29.11.2019

29 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავსესაფარი და კრიზისული ცენტრი) და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ქუთაისის წარმომადგენლობის ორგანიზებით შედგა შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის (PITA) წარმომადგენლებთან.
შეხვედრის თემა იყო ქალთა მიმართ ძალდობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კუთხით არსებული სახელმწიფო სერვისები და სამართლებრივი ასპექტები. შეხვედრას უძღვებოდა ქუთაისის ძალადობის მსხვრპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესფარი და კრიზისული ცენტრი) იურისტის სოფიო ქარჩხაძე.