სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულში
28.11.2019

2019 წლის 28 ნოემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ქუთაისის წარმომადგენლობის ორგანიზებით ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა. შეხვედრაზე მიწვეული იყო ქუთაისის ძაალდობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) იურისტი სოფიო ქარჩხაძე, რომელმაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ისაუბრა ძალადობის მსხვერპლთათვის არსებულ სახელმწიფო სერვისებზე და მსხვერპლთა დაცვის მიზნით არსებულ სამართლებრივ მექანიზმებზე.