სიახლეები

შეხვედრა ქუთაისის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან
27.11.2019

2019 წლის 27 ნოემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული) ორგანიზებით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისის N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრში.
ცენტრის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო ძალადობის მსხვერპლთათვის სამედიცინო მომსახურების დროულად და ჯეროვნად მიწოდების მნიშვნელობას.
ქუთაისის N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობა და კოლექტივი გამოირჩევა თავშესაფრის და კრიზისული ცენტრის ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდებაში.