სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში
27.11.2019

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ქ. გორის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო ფონდის, გორის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისები გააცნეს.
სექსუალური შევიწროების საკითხებზე და ახალ საკანონმდებლო რეგულაციებზე კი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა.
შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ძალოვანი უწყებების, გორის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული საბჭოს, განათლების, ჯანდაცვის სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები.