სიახლეები

კამპანია ''შენთვის შეტყობინებაა''
22.11.2019

ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) თანამშრომლები და ბენეფიციარები შეუერთდნენ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას "შენთვის შეტყობინებაა". კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე. კამპანიის ორგანიზატორები არიან: "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის", სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), საზოგადოება „ბილიკი“, „სოციალური ქოლგა“, USAID-ის და საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამა PITA. კამპანია დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტისა და Save the Children-ის მიერ.