სიახლეები

შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
13.11.2019

2019 წლის 06 ნოემბერს ოზურგეთის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ინიციატივით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში საკრებულოს სხდომათა დარბაზში შედგა საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან (სოფლის რწმუნებულებთან).
შეხვედრაზე დამსწრეებს გაეცნო ცენტრის მუშაობის პრინციპები და სერვისები.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.