სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა საზღვრისპირა მოსახლეობასთან
23.10.2019

23 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა სოფელ კოშკაში (მერეთის თემი), ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროების, ტრეფიკინგის და სახელმწიფო სერვისების შესახებ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ და მასში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა.