სიახლეები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღე თელავში
21.10.2019

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ყოველწლიურად აღნიშნავს და უერთდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს 18 ოქტომბერს.
ამ დღესთან დაკავშირებით ფოდმა საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის. ასევე, მიიღო მონაწილეობა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში. ღონისძიებები ფონდის თანამშრომელთა მონაწილეობით გაიმართა ოზურგეთში, თელავში, ბათუმსა და თბილისში.