სიახლეები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღე ბათუმში
19.10.2019

18 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო სხდომა გაიმართა, რომელზეც სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლებმა ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს, სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და შსს წარმომადგენლებს გააცნეს.
შეხვედრა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2005 წლიდან ევროკავშირის ინიციატივით აღინიშნება.