სიახლეები

ტრეფიკინგის დღის აღნიშვნა ოზურგეთში
18.10.2019

18 ოქტომბერს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქ. ოზურგეთში. ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის ინიციატივით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის მოქმედ ოჯახის ექიმებთან.
მათ მიეწოდათ ინფორმაცია სახელმწიფო ფონდის სერვისებისა და მუშაობის პრინციპების შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები.