სიახლეები

კლინიკა ჯერარსის საქველმოქმედო აქცია
19.08.2019

კლინიკა ჯერარსი • Jerarsi Clinic სპეციალისტებმა მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარებს კომპლექსური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. ექიმების ჯგუფი დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებით: კარდიოლოგი, უროლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი, ზოგადი ქირურგი.

გამოკვლევის შედეგად მოხდა შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.