სიახლეები

''ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტმა'' შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა
25.07.2019

2019 წლის 24 ივლისს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის პროექტის - „ოჯახში ძალადობის შემცირება“ (USAID) დახურვის ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე საზოგადოებას წარედგინა პროექტის 4-წლიანი საქმიანობის ანგარიში.
პროექტი 2015 წლის 2 ნოემბერს დაიწყო და 2019 წლის 31 ივლისს დასრულდება. პროექტის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული დღისწესრიგის განხორციელებაში. პროექტი ითვალისწინებდა ორ ძირითად კომპონენტს: ოჯახში ძალადობის პრევენცია და მსხვერპლთა დაცვა.
პროექტის მთავარი მიღწევებია ცხელ ხაზზე ( 116006) მომართვიანობის გაორმაგება, ფონდის სერვისების ბენეფიციართა მდგრადი ზრდა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის გასამმაგება.

 

ფოტო გალერეა