სიახლეები

მოლდოვის დელეგაციის ვიზიტი
11.07.2019

2019 წლის 8 - 10 ივლისს საქართველოს ეწვია მოლდოვის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ჟურნალისტები და ცენტრი „რეზონანსის“ წევრები. 
ვიზიტი განხორციელდა პროგრამა „სასწავლო ვიზიტი ჟურნალისტებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ. 
საქართველოში შეხვედრების ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ჟურნალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, საერთაშორისო პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობა და გენდერული საკითხების გაშუქების გამოცდილების შესწავლა საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელთან.