სიახლეები

შშმპ პირთა უფლებების დაცვის დღე
14.06.2019

14 ივნისი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა, სსიპ “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის” ტერიტორიულ ერთეულში - დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბენეფიციარების ორგანიზებით და მხარდაჭერით არასრულწლოვანმა/სრულწლოვანმა ბენეფიციარებმა, პანსიონატის მაცხოვრებლებმა საკუთარი შემოქმედება გააცნეს მოწვეულ სტუმრებს. 
ღონისძიებას სახელმწიფო ფონდის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის ბიუროს უფროსი ირაკლი არაბიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. 
პანსიონატში, ამჟამად, 45 შშმ პირია, რომელთა თხოვნით, კონცერტში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლიც მონაწილეობდა. 
აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი/სრულწლოვანი ბენეფიციარები უკვე რამდენიმე თვეა პანსიონატთან მოხალისეობრივად თანამშრომლობენ.