სიახლეები

სამუშაო შეხვედრა
03.06.2019

ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების კუთხით არსებული სერვისების კოორდინაციისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად, 1-2 ივნისს, ლოპოტას ტბაზე, ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში კოორდინირებული მუშაობის გაძლიერება და არსებული მხარდაჭერის სერვისების ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობა იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მართავენ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებს. 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით,USAID-ის „ოჯახში ძალადობის შემცირების“ პროექტის ფარგლებში, გაიმართა