სიახლეები

ბავშვთა დაცვის დღე
01.06.2019

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ლევან და გიორგი სუხიტაშვილებმა მეგობრებთან ერთად მიულოცეს ფონდის ფილიალ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პატარებს. ილუზიონისტის შოუ, ზღაპრის გმირები და მხიარული კონცერტი, რომელმაც განსაკუთრებული გახადა ბავშვებისთვის დღე. 
ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ზეიმის ყველა მონაწილეს: ლევან სუხიტაშვილს, გიორგი სუხიტაშვილს, მაია გიბიშვილს, ეკა როხვაძეს, გიორგი ღონღაძეს, როსტომ ყაველაშვილს და მიშო შარაშენიძეს. 
სახელმწიფო ფონდი ულოცავს ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს მშვიდობას და ბედნიერ ბავშვობას!