სიახლეები

შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან
14.05.2019

„ოჯახში ძალადობა და მისი პრევენცია“ იყო მთავარი თემა სადისკუსიო კლუბის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის მოეწყო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის, არსებული კანონმდებლობის და ძალადობის პრევენციის საკითხებზე. შეხვედრას უძღვებოდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი თამარ კეპულაძე. დისკუსია მიეძღვნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილ, ოჯახების საერთაშორისო დღეს, რომელიც 1993 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის დაწესების მიზანია, სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე. დისკუსია ორგანიზებული იყო ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).