სიახლეები

სახელმწიფო ფონდს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცა
03.05.2019

სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. 
დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის დასრულების შემდგომ გაიმართა ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონიალი. 
ფონდმა 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა. 
აღნიშნულ მაჩვენებელში განსაზღვრულია მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციების 100 %-ით სრულყოფილად, ვადების დაურღვევლად ხელმისაწვდომობა.