სიახლეები

სალექციო კვირეული
16.04.2019

შემეცნებითი აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა სალექციო კვირეული „მეტი ცოდნა ნაკლები დანაშაული“, სალექციო თემა ეხება ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) და ბულინგს. აღნიშნული საკითხები დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ პრობლემური და აქტუალურია. მის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოსთან ერთად ჩართულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა მიზანს წარმოადგენს პრევენცის სახით საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა.

აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყება და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

15 აპრილს ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებით ტრენინგი/ლექცია ჩაატარა სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ირაკლი ჭყონიამ.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ 15 წლის ზემოთ პირები, მოსწავლეები, სტუდენტები და ა.შ.