სიახლეები

ფონდის მიმართვა ქალთა დღესთან დაკავშირებით
08.03.2019

“ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ ქალებს ულოცავს საერთაშორისო ქალთა დღეს.
ფონდი თავისი საქმიანობით მუდამ მხარს უჭერს და ახალისებს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, დიკსრიმინაციის აღმოფხვრას და ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერებას.
მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის წვლილი გენდერული თანასწორობის განმტკიცების საქმეში, თანასწორობა ჩვენი საზოგადოების საერთო კეთილდღეობის საწინდარი იქნება.