სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა კასპის რაიონში
06.03.2019

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე ტრეფიკინგის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა კასპის რაიონის, ხაზისპირა სოფელ ქვემო ჭალაში. 
შეხვედრას სკოლის პედაგოგები, უფროსკლასელი მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, სახელმწიფო სერვისების, დაცვის მექანიზმის და კანონმდებლობის შესახებ.
საკონსულტაციო შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.