სიახლეები

მარნეულში კრიზისული ცენტრის გახსნა
27.02.2019

27 თებერვალს, 13 : 00 საათზე, ქ. მარნეულში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გახსნა, რომელის ფუნქციაა
ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) დახმარება და რეაბილიტაცია. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კრიზისული ცენტრის მიზანია:

• კრიზისული ცენტრის ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
• კრიზისული ცენტრის ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის ხელშეწყობა.