სიახლეები

ტრენინგი ფონდის თანამშრომელთა უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად
20.02.2019

სახელმწიფო ფონდის დაკვეთით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ(GASW) შეიმუშავა სოციალური მუშაობის სახელმძღვანელო, რომელშიც ინტეგრირებულია არასრულწლოვნებისა და შშმ პირებისათვის სერვისების მიწოდების სახელმძღვანელო პრინციპები.
ფონდის ინიციატივით, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ფონდის სტრუქტურული ერთეულების სოცმუშაკებს, მულტიგუნდის წევრებს და მონიტორინგის თანამშრომლებს ჩაუტარდათ რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი სასწავლო კურსი, რომელიც 20 თებერვალს დასრულდა. 
ტრენინგების მიზანი ფონდის თავშესაფრების/კრიზისული ცენტრების თანამშრომელთა უნარ–ჩვევების გაუმჯობესება იყო.