სიახლეები

შეხვედრა გარდაბნიშ მოსახლეობასთან
08.02.2019

რეგიონული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩვენი პროექტი, გარდაბნის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ, სოფელ გამარჯვებისა და სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლებს ესტუმრა. შეხვედრებს 150-ამდე მასწავლებელი და მოსწავლე ესწრებოდა. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის და მისი სოციალური შედეგების, ასევე ფონდის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს, ასევე გადაეცათ ბროშურები, კალენდრები და აქსესუარები ცხელი ხაზის გამოსახულებით. შეხვედრის მიზანი ძალადობის საკითხებზე რეგიონული ახალგაზრდობის ინფორმირება და მათი მგრძნობელობის ამაღლება იყო.