სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულის რეგიონში
12.02.2019

რეგიონული ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩვენი პროექტი, მარნეულის, სოფელ ახკერპისა და სოფელ ხუჯორნის საჯარო სკოლებს ესტუმრა. შეხვედრებს 100-ამდე მასწავლებელი და მოსწავლე ესწრებოდა. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის და მისი სოციალური შედეგების, ასევე ფონდის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს, ასევე გადაეცათ ბროშურები, კალენდრები და აქსესუარები ცხელი ხაზის გამოსახულებით. შეხვედრის მიზანი ძალადობის საკითხებზე რეგიონული ახალგაზრდობის ინფორმირება და მათი მგრძნობელობის ამაღლება იყო.