სიახლეები

ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის
31.01.2019

სახელმწიფო ფონდის დაკვეთით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ(GASW) შეიმუშავა სოციალური მუშაობის სახელმძღვანელო, რომელშიც ინტეგრირებულია არასრულწლოვნებისა და შშმ პირებისათვის სერვისების მიწოდების სახელმძღვანელო პრინციპები.
ამჟამად, ფონდის ინიციატივით, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ტარდება რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი სასწავლო კურსი, რომელიც 20 თებერვალს დასრულდება და რომლის მიზანია, ფონდის სოციალური მუშაკების უნარ–ჩვევების გაუმჯობესება.