სიახლეები

შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან
13.12.2018

12 დეკემბერს, ქ. ქუთაისში სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე შეხვდა იმ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და კერძო პირებს, ვინც ქუთაისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან (თავშესაფარი და კრიზისული ცენტრი) თანამშრომლობენ, მათ შორის როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 24 ორგანიზაცია. 
საუბარი შეეხო სახელმწიფო სერვისებს ძალადობის მსხვერპლთათვის.
ფონდის ხელმძღვანელმა ისაუბრა შეხვედრაზე მყოფი ორგანიზაციების მხრიდან გაწეულ თანადგომაზე, დახმარებასა და მომავლ თანამშრომლობაზე, რათა დაძლეულ იქნას ძალადობის თითოეული შემთხვევა.