სიახლეები

კრიზისული ცენტრის გახსნა ოზურგეთში
07.12.2018

7 დეკემბერს, ქ. ოზურგეთში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრი გახსნა. ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.
კრიზისული ცენტრი არის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა (მათზე დამოკიდებულ პირებთან ერთად) დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი მომსახურების დაწესებულება.
ღონისძიებას დაესწრნენ ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კრიზისული ცენტრის მიზანია:

  • კრიზისული ცენტრის ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • კრიზისული ცენტრის ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარების/რეაბილიტაციის ხელშეწყობა.