სიახლეები

სახელმწიფო ფონდის წლიური ანგარიში
06.12.2018

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა წლიური ანგარიში წარადგინა. ღონისძიება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული, 16-დღიანი, კამპანიის ფარგლებში გაიმართა და მას სექტორში მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრების წინაშე გასული წლის ანგარიშით სახელმწიფო ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე წარსდგა, ასევე სიტყვით გამოვიდნენ, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გაეროს ქალთა ფონდისა და მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელები. მომხსნებელთა შორის იყვნენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურისა და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.