სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში
04.12.2018

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბათუმის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელობამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ქ. ბათუმში. ძალადობის თემაზე სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, შსს და სახალხო დამცველი აპარატის აჭარის ბიუროს წარმომადგენლებს, ტელევიზიებს.