სიახლეები

საინფორმაციო აქცია-კონცერტი მარნეულში
30.11.2018

დღეს, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, მარნეულის კულტურის ცენტრში, კონცერტი გავმართეთ. კონცერტის მიზანი ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცხელი ხაზისა და კრიზისული ცენტრის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო. რამდენიმე დღეში, მარნეულში, კრიზისული ცენტრი გაიხსნება რომელიც ძალადობის მცხვერპლებს კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებს.
ჩვენი პროექტი მადლობას უხდის კონცერტის წამყვანებს ნანუკა ქოქიაშვილსა და ლადო ჯანელიძეს, აგრეთვე ნინო ბაშარულს, თემო საჯაიას, გია ნიკოლაძეს და ჯგუფს - რეზო და ბავშვები.
განსაკუთრებული მადლობა ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის.