სიახლეები

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
29.11.2018

ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარადა ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ. მომხსენებლები - ლამარა შაყულაშვილი, გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის და კრიზისული ცენტრის) უფროსი; ჯონი ჩონიაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი; სოფიო თოფჩიშვილი, შსს გორის რაიონული სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებელი, დამსწრე სტუმრებს მიეწოდა ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლებისთვის სახელმწიფო სერვისების შესახებ.