სიახლეები

კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
25.11.2018

25 ნოემბრიდან  10 დეკემბრის ჩათვლით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას აღნიშნავს. კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და 1991 წლიდან აღინიშნება.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ყოველწლიურად უერთდება  აღნიშნულ კამპანიას.

წელსაც, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბერის ჩათვლით დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები.

  • აქცია-პერფომანსი;
  • ოზურგეთში ძალადობის კრიზისული ცენტრის გახსნა;
  • ფონდის წლიური ანგარიში;
  • აქცია-კონცერტები მარნეულში, ოზურგეთში;
  • საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით.

 

ღონისძიებების   მიზანია, ოჯახში ძალადობის მიმართ მოსახლეობის მგრძნობელობის ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სთავაზობს.