სიახლეები

მემორანდუმი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM)
08.10.2018

2018 წლის 8 ოქტომბერს სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტერფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM). 
მემორანდუმი განსაზღვრავს ხელმომწერი მხარეების იმ ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, რაც დაკავშირებულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობასთან. მხარეები აღიარებენ ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) როგორც საზოგადოების პრობლემას და თანამშრომლობენ მის წინააღმდეგ ეფექტიანი, ქმედითი, ერთიანი და კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელებისათვის.